Posts

Showing posts from May, 2020

ლევან ბრეგაძე - მუხრან მაჭავარიანის ხიაზმებიანი მინიატურები

Image
პოეტური მინიატურა არც ქართული ფოლკლორისა და არც კლასიკური ქართული პოეზიისთვის უცხო არ არის , მაგრამ გამორჩეული ამაგი ლექსის ამ სახეობას მუხრან მაჭავარიანმა დასდო ( ანა კალანდაძესთან ერთად ). მის ხელში პოეტური მინიატურა მარგინალური ჟანრიდან პოეტური გამოსახვის ერთ - ერთ უმთავრეს ფორმად იქცა . მუხრან მაჭავარიანის უაღრესად თვითმყოფადი შემოქმედების ერთ მოზრდილ ნაწილს სწორედ პოეტური მინიატურები შეადგენს . ის იმთავითვე ამ ჟანრის დიდოსტატად მოგვევლინა . ასეთ ლექსებში რამდენიმე სტრიქონით , მინიმალური მხატვრულ - გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით იგი შთამბეჭდავ მხატვრულ ეფექტს აღწევს , მცირე “ ტერიტორიაზე ” ვრცელი და ღრმა სათქმელის კონცენტრაციას ახერხებს პოეტური სიტყვის ვირტუოზულად ფლობის და , რაც მთავარია , ორიგინალური პოეტური ხედვის მეოხებით . ა . კვიატკოვსკის “ პოეტიკურ ლექსიკონში ” პოეტური მინიატურა ასეა დახასიათებული : “ ლირიკის უძნელესი ფორმა , მხოლოდ დიდი ოსტატებისთვის ხელმისაწვდომი . მინიატურ...