ლევან ბრეგაძე - ქართული ინტერვიუს ისტორიისათვის
დღესდღეობით ერთობ პოპულარული ჟურნალისტური ჟანრი ინტერვიუ ერთ - ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჟანრია ამავდროულად . პაატა ნაცვლიშვილი , ამ ჟანრის ისტორიის მკვლევარი , წერს : „ დღემდე მიღებული მოსაზრებით , იგი [ ინტერვიუ ] ამერიკული გამოგონებაა და მისი პირველი ნიმუშები მაშინ შეიქმნა , როცა პრესის ისტორია უკვე სამ საუკუნეს ითვლიდა . [...] მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობდა და ფიქრობს , რომ ინტერვიუს პირველი ნიმუშები პრესაში 1860- ანი წლების მეორე ნახევრიდან გამოჩნდა “ [ ნაცვლიშვილი 2012: 82]. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრების თანახმად კი , „ ინტერვიუ XIX საუკუნის 30- იანი წლების ამერიკულ პრესაში ჩნდება , როგორც კრიმინალური ქრონიკის ქვეჟანრი , რომელსაც რეპორტიორები ეგრეთწოდებული „ ადამიანური ისტორიების “ გადმოსაცემად იყენებენ “ [ ნაცვლიშვილი 2012: 83]. მაგრამ , პაატა ნაცვლიშვილის მართებული მოსაზრებით , თანამედროვე ინტერვიუს ეს წინაპრები „ უფრო მეთოდით იყო ინტერვიუ , ვიდრე ფორმითა თუ ჟანრობრივად “ [...