Posts

Showing posts from December, 2020

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

Image
ჟურნალ „მნათობის“ 1982 წლის #9-ში დაიბეჭდა ელიზბარ ჯაველიძის წერილი სათაურით „პროზისა და პოეზიის მიჯნაზე“, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი „კარტოფილის ამოღება“. გთავაზობთ ჩვენი საპასუხო სტატიის („მხატვრული ნაწარმოები და კრიტიკოსის პოზიცია“) იმ ნაწილს, რომელიც ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღებას“ ეძღვნება. * [...]  ახლა რაც შეეხება ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღებას“. ამ, მართლაც, უაღრესად საინტერესო და ორიგინალური პოეტის შემოქმედებაზე კრიტიკოსი, საერთოდ, ძალიან მაღალი აზრისაა. მისი სიტყვით, „თუ ვერლიბრი დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში და არსებობის უფლება მოიპოვა, ეს ნიჭიერი პოეტის ბესიკ ხარანაულის დამსახურებაცაა. ვისაც მისი ლექსები და განსაკუთრებით კი პოემა „ხეიბარი თოჯინა“ გულდასმით წაუკითხავს, – წერს ე. ჯაველიძე, – არ შეიძლება ჩვენი აზრი არ გაიზიაროს. ბესიკ ხარანაულის თავისუფალი ლექსი მკითხველის ყურადღებას იქცევს, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად ცვალებადი და მრავალფეროვანი რიტ...