Posts

Showing posts from April, 2020

ლევან ბრეგაძე - რამდენიმე მოსაზრება ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი მოთხრობის გამო

Image
ჩვენ წინაშეა მწერლის დაუმთავრებელი მოთხრობა , რომლის სათაურია „ სახელი მისი იაკობ “, ხოლო სათაურის ქვეშ , ფრჩხილებში , ვკითხულობთ : „ და არა ღუტუ “. დაუმთავრებელი არა იმ გაგებით , რომ დასახვეწია , ანუ ე . წ . შავ ( თავდაპირველ ) ვარიანტს წარმოადგენს . არა : რასაც აქ წაიკითხავთ , ის სრულყოფილია ( ამას  ადასტურებს თუნდაც მისი შედარება შემორჩენილ ნამდვილად „ შავ “  ვერსიასთან , რომელიც მოცულობით თითქმის ამის ნახევარია ). სრულყოფილია როგორც სტილისტურად ( ფრაზის დახვეწილობა ,  ფორმულირებათა სიზუსტე ), ასევე იმ მხრივაც , რომ პერსონაჟთა ხასიათები  მკაფიოდ არის გამოკვეთილი . დაუსრულებელი კი იმ თვალსაზრისით არის ,  რომ თხრობა ბოლომდე არაა მიყვანილი , იქ წყდება , საიდანაც ყველაზე  საინტერესო მოვლენები უნდა დაწყებულიყო ( სამწუხაროდ , ამ უცნაური ამბის  დასასრულზე , ანუ , როგორც ლიტერატურის თეორეტიკოსები ამბობენ , კვანძის  გახსნაზე , მინიშნებას ვერც „ შავ “ ვარიანტში ვპოულობთ , რომელიც ...

თამარ გელიტაშვილი - კიდევ ერთხელ „ლურჯა ცხენების“ შესახებ

Image
` მე არაერთხელ მქონია ფრთები თავბრუდამხვევი სიმღერით მქროლი ~. გ . ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების უკიდურესი ექსპრესიულობისა და მხატვრული მრავალფეროვნების კვალდაკვალ მკაფიოდ საცნაურდება სინტაქსური ერთეულის _ ლურჯა ცხენების _ ჭარბი გამოყენება , თუმც ქართული ლიტერატურის მკვლევართა უმეტესობის ყურადღება მხოლოდ ლექს ` ლურჯა ცხენების ~ ინტერპრეტაციისკენ იყო მიმართული . ასე გრძელდება დღესაც . ლექსში ` ლურჯა ცხენები ~ ზოგი ლიტერატურათმცოდნე ` ბედისწერით დადგენილი საზღვრების გარღვევასა ~ და ` ადამიანური შეზღუდულობის დაძლევის პათოსს ~ ხედავდა , ( კვესელავა 1977:77); ზოგი _ ` სულის უკვდავებას , სულის მარადიულ ქროლვას ~ ( კენჭოშვილი 1999:205); ზოგი _ რუსი მხატვრის , ვასილი კანდინსკის ნახატის , ` ლურჯი მხედრების ~ გავლენას ( სირაძე 2008:98, ზოგი კი _ ` მისტიკურ ქარიშხალს ~ ( სიგუა 2014:309). გალაკტიონისთვის , როგორც სიმბოლისტი პოეტისთვის , უცხო არ არის გამოსახვისა და აზროვნების აბსტრაქტული მანერა . ჩემს ...