Posts

Showing posts from August, 2021

ლევან ბრეგაძე - უსირცხვილოს თუ არ არცხვენ“

Image
  განათლების სისტემის ე. წ. რეფორმას, რომელიც ახლა ჩვენში მიმდინარეობს, ყველასათვის ცნობილ ოფიციალურ მესვეურთა გარდა „რუხი კარდინალებიც“ წარმართავენ. ამ წერილში ერთ-ერთ მათგანზე, საერთაშორისო შარლატანზე, გვექნება საუბარი. ის რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა თბილისში ხანგრძლივი ევროპული „ტურნედან“ და თანამზრახველთა მოწადინებით, რომელთა შორის ზოგი მისი საყვარელი მასწავლებელია, ზოგიც არანაკლებ საყვარელი მოწაფე-მეგობარი, დიდი სწავლულისა და მოაზროვნის სახელი დაიგდო. ბოლოს, ეტყობა, თვითონაც დაიჯერა თავისი მნიშვნელოვანება, კულტურტრეგერისა და მენტორის მანტია მოისხა, უმეცრები გააცუცურაკა და ყოვლად დაუმსახურებლად რამდენიმე მაღალ სამეცნიერო პოსტზეც ``მოჯდა``. აქ მის ნამდვილ სახეს წარმოვაჩენთ. * * * ხელთა მაქვს მერაბ ღაღანიძის „სინამდვილე და წარმოსახვა დავით გურამიშვილის „მხიარულ ზაფხულში“ („ლომისი“, 2002), ამ ავტორის ერთადერთი მეცნიერული პრეტენზიის მქონე ნაშრომი, მცირე ფორმატის 190-გვერდიანი წიგნი, და მინდა მის შესახებ ჩემი აზრი გაგიზიაროთ. ჯერ სარჩევს ჩავხედე, მერე დამოწმებული ლიტერატურის სიას და...

თეიმურაზ დოიაშვილი - „ორნი ერთ ნავში“

Image
 შესავალი თავდაპირველად ერთი პიკანტური პასაჟი მინდა გაგახსენოთ დავით გურამიშვილის პოემიდან „მხიარული ზაფხული“, სადაც მთავარი პერსონაჟის - ქაცვიას მომავალი მშობლების ხორციელი ლტოლვის ამბავია მოთხრობილი. ვნებამოძალებული თექვსმეტი წლის ბიჭი ქორწინებამდე ვეღარ ითმენს და ღვთისმოშიშ, „შჯულის“ მორჩილ გოგოს, ბოლოს და ბოლოს, ეშმაკობით დაითანხმებს, სურვილი დაიკმაყოფილონ. სისხამ დილით ჭალაში რომ გავიდნენ: „არ დაიხედა მან ნდომით წინა, საჩქაროდ გოგო წამოაწვინა; სადაცა ეყარა მრავლადა ეკალა, დასცა მაზედა.“   ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა გოგოს:   „საბრალო გოგომ ტიტველა ნაცი ზედ დანახივა, სად იყო ქაცვი. რა რომ ის ეტკინა, გოგომ იმწვიტინა გამწოებულმან“.   გოგომ სულსწრაფ ბიჭს ხელი ჰკრა, ეკლის გორაზე „გარდაგორა“ და ორივემ სიმწრით ტირილ-ყვირილი მორთო. იქვე, ჭალაში კაცი შეშას ჭრიდა. ყვირილი მოესმა თუ არა, მათკენ გაეშურა. ეკლისგან ნაცდაჩხვლეტილ, ნაძრახ საქმეზე წასწრებულ, შიშისა და სირცხვილისაგან ენაჩავარდნილ ყმაწვილებს კაცმა მუნათი არ დაუგვიანა: დაგმო და დასძრახა, ორნივ დალანძღა...