თეიმურაზ დოიაშვილი - „ორნი ერთ ნავში“
შესავალი
ვნებამოძალებული თექვსმეტი წლის ბიჭი ქორწინებამდე ვეღარ ითმენს და ღვთისმოშიშ, „შჯულის“ მორჩილ გოგოს, ბოლოს და ბოლოს, ეშმაკობით დაითანხმებს, სურვილი დაიკმაყოფილონ. სისხამ დილით ჭალაში რომ გავიდნენ:
„არ დაიხედა მან ნდომით წინა,
საჩქაროდ გოგო წამოაწვინა;
სადაცა ეყარა
მრავლადა ეკალა,
დასცა მაზედა.“
ზედ დანახივა, სად იყო ქაცვი.
რა რომ ის ეტკინა,
გოგომ იმწვიტინა
გამწოებულმან“.
დაგმო და დასძრახა,
ორნივ დალანძღა!
ახლა ერთი კითხვა მინდა დავსვა:
ვინმემ სერიოზულად რომ ამტკიცოს, ტიტველა ნაცში შერჭმული ეკალი - ქაცვი უბრალო რამ არ გეგონოთ, მასში „საღმრთო კანონზომიერებაა“ გამოვლენილი და, საერთოდაც, გოგო-ბიჭი ჭალაში ბუღრაობისას თეოფანიის - ღვთისგამოცხადების აქტის შემსწრე და მონაწილეაო, რას იფიქრებთ?
ბიბლიამ თეოფანიის სულ რამდენიმე შემთხვევა იცის - რამდენიმე უზენაესი სასწაული მოკვდავთა წინაშე ღვთის მოვლინებისა.
აქ კი - „მხიარულ ზაფხულში“ ქაცვი თურმე „საღმრთო ნების“, „უზენაესი ნების“ მაცნეა, ხოლო ნაცში ქაცვის შერჭმა - არც მეტი და არც ნაკლები, თეოფანიაა!!!
ძნელი დასაჯერებელია, არა?
მაშინ ერთ „უმწიკვლო“ ლიტერატურათმცოდნეს - მერაბ ღაღანიძეს მოუსმინეთ, მორალური და ესთეტიკური უმწიკვლოება ამ პროფესიის აუცილებელ თვისებად რომ მიაჩნია:
„აქვე გათამაშდება პოემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი - ქაცვიას დედ-მამის ერთმანეთან ვერდაწოლის სცენა, სადაც დაიტვირთება აზრით ქაცვი. მღვდელი აკურთხებს ქაცვს, აკურთხებს იმ ადგილს, სადაც უმაღლესი რეალობის მარჯვენა გამოვლინდა, სადაც ღმერთის გამოცხადების, თეოფანიის მისტიკური აქტი განხორციელდა“.
როგორც ვთქვი, ამ „აღმოჩენის“ ანუ უპრეცენდენტო მკრეხელობის ავტორი - მერაბ ღაღანიძეა. იგი, მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, უცნობი არ გახლავთ საზოგადოებისთვის. უცნობი კი არა, თანამზრახველთა და ხელშემწყობ გარემოებათა წყალობით ეს უმწიკვლო შარლატანი ქართული ლიტერატურათმცოდნეობს ლიდერობას ლამობს.
ის, ვისაც ნაცში ქაცვის შერჭმა თეოფანია ჰგონია, წესით, მედიკოსთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ ჩვენს ორიენტაციადაკარგულ დროში ასეთი ტიპებს მაქებ-მეგუნდრუკენი არ აკლიათ. და იმართება უსაქციელო, ზნეობასთან შემომწყრალ ფუჭმეცნიერთა აღლუმები...


Comments
Post a Comment