ლევან ბრეგაძე - წიგნებში გადასახლება
გივი მარგველაშვილის თვითმყოფადი
შემოქმედება
მისი
უნიკალური
ბიოგრაფიით
არის
დაღდასმული.
გერმანიაში
იძულებით
ემიგრირებული
მშობლების
ოჯახში
დაბადებული,
ის
მეორე
მსოფლიო
ომის
შემდეგ
თვითონაც
იძულებითი
ემიგრანტი
ხდება...
თავისი
მშობლების
სამშობლოში.
იგი
“სასტიკი
ძალმომრეობით
მოსწყვიტეს
თავის
სამშობლოს
– ევროპას და გამოკეტეს
საბჭოთა
ტოტალიტარიზმის
ერთ
ჰერმეტულ
კუნჭულში
– რის შედეგადაც მისი
(გერმანული)
ტექსტები
სხვა
(ქართული)
ენის
გარემოცვაში
კუნძულებად
იქცა,
დაკარგა
საკუთარი
(გერმანელი)
მკითხველი
და
ფატალური
დაგვიანებით
დაუბრუნდა
სამშობლოს”
(ნაირა
გელაშვილი.
წინასიტყვაობა
წიგნისა:
გივი
მარგველაშვილი.
“მე
წიგნის
გმირი
ვარ”.
თბილისი:
2006: 7).
გივი მარგველაშვილი 1927 წელს
ბერლინში
დაიბადა
საქართველოდან
გასაბჭოების
შემდეგ
გერმანიაში
ემიგრირებული
მშობლების,
ისტორიკოსისა
და
ფილოსოფოსის
ტიტე
მარგველაშვილისა
და
მარიამ
ხეჩინაშვილის
ოჯახში.
“1946 წლის თებერვალში მამა-შვილი
მარგველაშვილები
საბჭოთა
სპეცსამსახურების
(ქართველმა)
მუშაკებმა
მოიტაცეს.
ტიტე
მარგველაშვილი
1946 წლის 17 ოქტომბერს დახვრიტეს
საქართველოში.
გივი
კი
ზაქსენჰაუზენის
საკონცენტრაციო
ბანაკში
წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თბილისში
გადმოაგზავნეს,
სადაც
ცხოვრობდა
და
მუშაობდა
1992 წლამდე” (გივი მარგველაშვილი.
“მე
წიგნის
გმირი
ვარ”.
ორენოვანი
– გერმანულ-ქართული – გამოცემა.
ქართული
თარგმანი
შესრულებულია
ნაირა
გელაშვილის
მიერ.
თბილისი:
2006: 2).
დიდწილად ამ ბიოგრაფიულმა
მომენტებმა
განაპირობა
გივი
მარგველაშვილის
შემოქმედების
მთავარი
მხატვრული
კონცეპტის
გაჩენა
– წიგნებში, როგორც საიდუმლო
სამშობლოში,
გადასახლება.
მისი
ერთი
ადრინდელი
ლექსი
ასე
იწყება:
“დე,
შენი
სამშობლო
/ იყოს შენი საიდუმლო”
(იქვე:
155), ხოლო იმავე ხანებში
დაწერილ
სხვა
ლექსში
ამბობს:
“მე
წიგნის
გმირი
ვარ.
/ ჩემს წიგნში – / მე
მას
ჩემს
ბიოგრაფიულ
რუკასაც
ვუწოდებ
– / ზუსტად მიწერია ჩემი
ბედისწერა”
(იქვე:
67).
თავის რეალურ ცხოვრებას,
წარსულს,
აწმყოს
თუ
მომავალს,
გივი
მარგველაშვილი
წიგნივით
კითხულობს:
(“...და მამა-პაპა
/ ძველ და უცხო
წიგნად
გექცევა”.
– იქვე, გვ. 153), მის
მეხსიერებაში,
როგორ
წიგნში,
ცხოვრობენ
მისი
მოგონებები
მშობლებზე,
ანუ
– თვითონ მშობლები, “ადამიან-მოგონებანი”
(მინიატურა
“ოდესღაც”-ასა
და
“ახლა”-ს შორის”.
– იქვე: 51).
წიგნებში გადასახლებასთან არის
დაკავშირებული
ორიგინალური
მხატვრული
იდეა,
რომლის
ხორცშესხმასაც
წარმოადგენს
გივი
მარგველაშვილის
თითქმის
მთელი
მხატვრული
შემოქმედება,
იდეა,
რომლის
გამოც
ნაირა
გელაშვილმა
გივი
მარგველაშვილს
“პერსონაჟების
მესია”
უწოდა
(ნაირა
გელაშვილი.
ტრაგიკული
გრადაცია.
თბილისი:
1991: 191). ეს მხატვრული იდეა
ცნობილი
ლიტერატურული
ტექსტების
ისე
“გადაკეთებას”
გულისხმობს,
რომ
ბოროტებამ
ვეღარ
გაიტანოს
თავისი.
ასეთ
დროს
ტანჯულ
პერსონაჟებს
მხსნელად
მოევლინებათ
კეთილ
ლიტერატურულ
ექსპერტთა
საიდუმლო
ორგანიზაციის
– “წიგნის სამყაროს სამმართველოს”
– მიერ მათ დასახმარებლად
წარგზავნილი
მშველელნი.
მაგალითად,
მინიატურაში
“წიგნის
გმირების
დროული
გადასახლება”
ასეთი
რამ
ხდება:
კაცებით,
ქალებითა
და
ორ
წლამდე
ყრმებით
ავსებულ
საზიდართა
გრძელ
რიგს
“მიუძღვებიან
წიგნის
სამყაროს
მმართველობის
მიერ
წარგზავნილი
წინამძღოლები.
ესენი
რეალური
ადამიანები
და
გამოცდილი
მეგზურნი
არიან,
რომელთაც
კარგად
იციან
წიგნის
სამყაროს
სხვადასხვა
მხარე-უბნების
შემაერთებელი
გზა-ბილიკები.
მშობლიური
კუთხიდან
აყრილი
მშობლები
და
ყრმანი
მათ
ლუკას
სახარებაში
გადაჰყავთ,
რადგან
აქ
არ
ხდება
ყრმათა
გაჟლეტა
და
უასაკო
ლტოლვილებს
წიგნის
სამყაროს
ამ
მხარის
ისტორია
ხიფათს
არ
უქადის”
(მარგველაშვილი
2006: 23).
რა სახის ლიტერატურულ
მოვლენასთან
გვაქვს
საქმე,
რა
ყაიდის
მხატვრულ
ტექსტებს
ქმნის
გივი
მარგველაშვილი?
ამ შეკითხვას ასე
უპასუხებს
ნაირა
გელაშვილი:
“ესთეტიკის
ენაზე
ამას
მხატვრული
თამაში
ჰქვია...
გულის
ენაზე
– სიკეთის ქმნის უსაზღვრო
წყურვილი,
რომელიც,
თუ
რეალურ
ცხოვრებაში
ვერ
დაკმაყოფილდება,
თუ
აქ
ვერ
აუქმებს
ძალადობას,
ლაღად
შლის
ფრთებს...
წიგნის
სამყაროში”
(გაზ.
“ალტერნატივა”,
1998, # 1, გვ. 2. ნაირა გელაშვილი.
იესო
და
ისააკი.
გივი
მარგველაშვილის
მინიატურისთვის
“ისააკის
გაქცევა
ბეთლემში”).
აი
ასეთი
– პოსტმოდერნისტულ ყაიდაზე გადაწერილი
– ტექსტების ავტორია გივი
მარგველაშვილი.
ნაირა
გელაშვილისავე
სიტყვით,
“გივი
მარგველაშვილის
შემოქმედება
წინ
უსწრებდა
ამგვარი
“თამაშის”
ტენდენციებსა
და
თანმიმდევრულ
გამოვლინებებს
დასავლურ
ესთეტიკაში.
მაგრამ
ბედისწერას
ენება,
რომ
მისი
აურაცხელი
ლიტერატურული
ნოვაციები
და
ექსპერიმენტები
(...) 1990 წლამდე თბილისის ერთოთახიანი
ბინის
სივიწროვესა
და
საკუთარი
უჯრების
სიბნელეში
დარჩენილიყო”
(გელაშვილი
2006: 4).
უჩვეულო მხატვრული ფორმით
გივი
მარგველაშვილმა
იმ
დროისათვის
არაორდინარული
ეთიკური
მრწამსი
გამოხატა.
ეს
ეთიკური
მრწამსი
გახლავთ
არაძალადობა.
განვიხილოთ ამ თვალსაზრისით
გივი
მარგველაშვილის
შედევრი
– ლექსი, რომლის სათაურია
“ჰამლეტად
ყოფნა
თუ
არყოფნა?”,
სადაც
საბჭოთა
სპეცსამსახურის
მიერ
მოკლული
მამის
აჩრდილთან
შეხვედრა
შექსპირის
ტრაგედიაში
ხდება,
ანუ
წიგნი,
რომელშიც
ლექსის
ავტორი
ამჯერად
“გადასახლდება”,
გენიალური
დრამატურგის
უკვდავი
პიესაა.
საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა
აჩრდილები
უგრძეს
რიგში
დგანან,
რათა
იქნებ
გაუმართლოთ
და
ცოცხალ
შვილებს
“ჰამლეტის
წიგნში”
(პირველი
მოქმედების
მეხუთე
სცენა)
გამოეცხადონ.
ერთხელ ჰამლეტმა, რომელთანაც
ლექსის
ავტორი,
მისივე
სიტყვით,
დიდი
ხანია
მეგობრობს,
აუწყა:
“რა
არის
იცი!
– წამოიწყო მან და
მიმანიშნა
იქაურობის სიღრმეში მდგარ
აჩრდილისაკენ
–
იგი ამბობს, რომ
მამაა
შენი,
გაესაუბრე!”
(მარგველაშვილი
2006: 143).
მამის აჩრდილისა და
შვილის
გულის
შემძვრელი
შეხვედრის
შემდეგ
ლექსის
პროტაგონისტს,
რომელიც
გაქვავებული,
რეტდასხმული
დგას
და
ეჩვენება,
თითქოს
ზეცა
თავზე
დაემხო,
ჰამლეტის
ხმა
ჩაესმის:
“აბა,
რას
ფიქრობ?
თქვი,
რას
აპირებ?
შურს
არ
იძიებ?”
(მარგველაშვილი
2006: 145).
პასუხი არატრადიციულია, რასაც
პროტაგონისტი
იმით
ხსნის,
რომ...
სხვა
დრო
დადგა:
“ყური
დამიგდე,
ვუხსნი,
– ნერვიულ სიცილამტყდარი:
დღეს ვეღარ შეძლებ
ჩვენს
სამყაროში
მამისათვის შურის ძიებას...”
ჰამლეტი, რომელმაც თვითონაც
ვერ
შეძლო
ფიზიკური
შურისძიება
მამის
მკვლელ
ბიძაზე,
წამსვე
ასეთ
“გამოსავალს”
სთავაზობს
პროტაგონისტს:
“მაშინ
წიგნის
სამყაროში
იძიე
შური,
ლექსი
იქნება
თუ ტრაგედია! (...)
მე მომბაძე და
ნაწარმოებში
აწარმოე
შურისძიება!”
(ჰამლეტს
მხედველობაში
აქვს
მის
მიერ
დადგმული
სპექტაკლი,
რომლითაც
მან
თავის
დედასა
და
ბიძას
მიახვედრა,
რომ
ყველაფერი
იცოდა
მათ
მიერ
ჩადენილი
დანაშაულის
შესახებ).
ლექსის ფინალი ასეთია:
“და
აი,
გუშინწინდელს
აქეთ
საგონებელში
ვარ ჩავარდნილი:
ვიყო ჰამლეტი თუ
არ
ვიყო,
რა გზას დავადგე?”
ანუ: გივი მარგველაშვილის
ლექსის
პროტაგონისტი
იმაზეც
კი
ყოყმანობს,
რაც
ჰამლეტმა
უყოყმანოდ
მოიმოქმედა
– ხელოვნებაში, სპექტაკლში იძია
შური.
ეს
ყოყმანი
შეიძლება
იმის
გათვალისწინებითაც იყოს გამოწვეული, რომ
ჰამლეტის
ამ
უსისხლო
შურისძიებამაც
კი
უბედურების
მეტი
არავის
არაფერი
მოუტანა.
იმ ეთიკის უკეთ
გასაგებად,
რასაც
არამარტო
განხილული
ლექსი,
არამედ
გივი
მარგველაშვილის
თითქმის
მთელი
მხატვრული
შემოქმედება
ეფუძნება,
მოვიყვანთ
ამონარიდს
მწერალსა
და
ფილოსოფოსთან
ერთი
შეხვედრის
ანგარიშიდან.
1999
წელს
თბილისის
“კავკასიურ
სახლში”
გივი
მარგველაშვილთან
შეხვედრა
მოეწყო.
მან
პასუხი
გასცა
დამსწრე
საზოგადოების
მხრიდან
დასმულ
მრავალრიცხოვან
შეკითხვებს.
შეხვედრის
ანგარიში
გაზეთ
“ალტერნატივაში”
დაიბეჭდა.
აი
ერთი
ამონარიდი
იქიდან:
“გივი
მარგველაშვილი
– (...) ძალის კულტი არის
ბიოლოგიკიდან
ჩვენში
შემოპარული.
ჩვენ
უნდა
შეგვეძლოს
მისი
ფრჩხილებში
ჩასმა.
ეს
არის
ადამიანურობა.
თუ
ეს
არ
შეგვიძლია,
მაშინ
ადამიანები
არ
ვართ.
ნაირა გელაშვილი – შეიძლება
შენი
ფილოსოფია
მივიჩნიოთ
ქრისტესმიერი
ეთიკის
ფილოსოფიურ
დასაბუთებად?
გივი მარგველაშვილი – სწორედ
ეს
არის.
.
. . . . . . .
ლევან ბრეგაძე – განა
ქრისტიანობის
შემდეგ
ნაკლებ
სასტიკი
გახდა
ადამიანი?
გივი მარგველაშვილი – მე
უკვე
ვთქვი.
კაცობრიობის
ნაწილი
სასტიკია,
არ
ვიცი
უფრო
მეტად
თუ
უფრო
ნაკლებად,
მაგრამ
ნაწილს
აქვს
იდეალი:
არაძალადობა.
დღევანდელ
დღეს
სამყარო
ისეთი
სოლიდარული
გახდა,
როგორიც
არასდროს
ყოფილა.
აბა
ვინმემ
ისეთი
რამე
თქვას
იქ,
დასავლეთში,
რაც
პლურალიზმის,
დემოკრატიის
იდეალებს
არ
შეესაბამება.
იმ
წუთშივე
მთელი
ქუჩა
ხალხით
ივსება,
რევოლუციასავით
არის.
იყო
რაიმე
ასეთი
წინა
ეპოქებში?”
(შეხვედრა
გივი
მარგველაშვილთან.
გაზ.
“ალტერნატივა”,
1999, #14 (28), გვ. 2).
რა პერსპექტივა ექნება
ამ
ეთიკას
რეალურ
ცხოვრებაში,
უახლესი
მომავალი
დაგვანახვებს.
2013

Comments
Post a Comment