ბრეგაძე ლევან - ეშმაკური დაფიცება მხატვრულ ლიტერატურასა და ცხოვრებაში
გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი
“ტრისტან
და
იზოლდადან”:
მეფე
მარკის
ყურს
მისწვდა,
რომ
მისი
მეუღლე,
იზოლდა,
ტრისტანს
ჰყვარობდა.
მეფეს
სურს,
დარწმუნდეს
ამ
ამბის
სისწორეში.
იმ
ქვეყანაში
თავის
მართლების
ასეთი
წესია:
ეჭვმიტანილმა
“თეთრ
მინდორზე”
დავანებული
წმინდა
ნაწილების
წინაშე
უნდა
დაიფიცოს,
რომ
უდანაშაულოა
და
ამის
შემდეგ
ხელით
გავარვარებული
რკინა
აიღოს;
თუ
მისთვის
წაყენებული
ბრალდება
უმართებულოა,
გახურებული
ლითონი
არავითარ
ზიანს
არ
მიაყენებს.
დაფიცებაზე
უარის
თქმა
დანაშაულის
აღიარების
ტოლფასი
იქნებოდა,
ამიტომ
იზოლდა
დათანხმდა,
ოღონდ
სასწრაფოდ
შიკრიკი
აფრინა
ტრისტანთან,
ეს
ამბავი
ამცნო
და
სთხოვა:
მწირის
(პილიგრიმის)
ტანსაცმელი
გადაიცვი,
რომ
ვერავინ
გიცნოს
და, როცა
ფიცის
წარმოსათქმელად
“თეთრ
მინდორზე”
გამოვცხადდები,
იქ
დამხვდი,
მდინარესთან
– ნაპირს ნავით
მოვადგები
მხლებლებთან
ერთადო.
ტრისტანმა შეასრულა სატრფოს
დავალება.
როცა
იზოლდას
ნავი
ნაპირს
მიადგა,
დედოფალმა
მხლებლებს
განუცხადა:
ფეხის
დასველება
არ
მინდა,
აგე,
იქ
წმინდა
კაცს
ვხედავ,
იმან
გადამიყვანოს
ნაპირზეო.
მოუხმეს პილიგრიმად გადაცმულ
ტრისტანს
(რომელიც,
რასაკვირველია,
ვერ
იცნეს)
და
უბრძანეს,
დედოფალი
აეტატებინა
და
ხმელზე
გაეყვანა.
“მწირი”
დამორჩილდა.
ნაპირს
რომ
მიუახლოვდნენ,
იზოლდამ
ტრისტანს
ყურში
ჩასჩურჩულა,
სილაში
წაიქეციო.
ტრისტანმა
წაიბორძიკა,
წაიქცა
და
ზემოდან
გადაემხო
დედოფალს.
აღშფოთებული
მსახურნი
მისცვივდნენ
და
ცემა
დაუწყეს
“მწირს”.
იზოლდა
გამოექომაგა
– დაეხსენით, დასუსტებულია
ხანგრძლივი
მოგზაურობით
და
ამიტომ
წაიფორხილაო.
ამ
ინციდენტის
შემდეგ
მეფისა
და
დიდებულთა
თანდასწრებით
იზოლდამ
ასეთი
ფიცი
წარმოთქვა:
“ამ
წმინდა
ნაწილებს
და
დედამიწის
ყველა
წმინდანის
ნაწილს
ვფიცავ,
რომ
არასოდეს
ქალის
ნაშობი
მამაკაცი
არ
მომხვევია,
გარდა
ჩემი
მბრძანებლის
მარკ
მეფისა
და
იმ
ბეჩავი
მწირისა,
რომელმაც
თქვენ
თვალწინ
წაიბორძიკა
და
ძირს
დამცა”
(გერონტი
ქიქოძის
თარგმანი).
ამის
შემდეგ
მან
ცეცხლიდან
შიშველი
ხელით
ამოიღო
გავარვარებული
შანთი,
რომელსაც
მისთვის
არავითარი
ვნება
არ
მიუყენებია.
ასე
გააცურა
იზოლდამ
ზეგარდმო
ძალა,
ანუ
განგება,
ეშმაკური
დაფიცების
მეშვეობით.
ამის
მსგავს
ეპიზოდს
ვხვდებით
“თიმსარიანშიც”
(“სინდბად-ნამეში”), რომელიც
სპარსულიდან
მეფე
თეიმურაზ
მეორემ
თარგმნა.
აქაც
ქმრის
მოღალატე
ცოლი
საყვარელს
ატყობინებს:
“ჩემი
საქმე
ასე
მოხდა,
რომე
ფიცსა
მიპირობენ
და
შენის
გულისათვის
მომკვლენ;
აწე
თუ
ჩემი
სიყვარული
გაქვს
და
ან
ჩემი
სიკვდილი
არ
გინდა,
აბდლის
ტანისამოსი
ჩაიცვი,
თავი
მოიმცდარე,
გზაში
დამხვდი,
როცა
იასაულებს
მივყვანდე,
და
შემცდარულად
წამომეჭიდე
და
მაკოცე;
მე
იმას
ფიცში
ჩავიტან
და
ეგების
მოვრჩე
ამისთანა
საქმითაო”.
დაფიცებით
კი
ამ
ქალბატონს
ერთ
წყაროსთან
უნდა
დაეფიცა.
ვინც
ამ
წყაროსთან
ცრუ
ფიცს
წარმოთქვამდა
და
მერე
წყაროს
წყალს
დალევდა,
იმ
წამსვე
გასკდებოდა.
კაცმა
ყოველივე
ისე
მოიმოქმედა,
როგორც
მიჯნურმა
დაარიგა:
აბდალივით
გადაცმული
დახვდა
გზაში,
მივარდა
ჩადრწამოსხმულ
ქალბატონს
და
აკოცა.
დიაცმაც
ვითომ
დიდად
იწყინა
ეს
ამბავი.
იასაულებმა
ცემით
გააძევეს
მომხდური.
ქმრის
მოღალატის
ფიცი
ამ
არაკში
ასე
ჟღერს:
“ჩემს
ქმარს
გარეთად,
რაც
ეხლა
ამ
გზაში
ერთი
შემცდარი
კაცი
არ
წამომეჭიდა
– თვითვან ამ
თქვენმან
იასაულმან
გამაგდებინა
– თუ იმის
მეტის
კაცის
ხელი
მომხლებოდეს,
ღმერთმან
და
ამ
წყალმან
აწვე
გამხეთქოსო”.
დალია
წყალი
და
უვნებელი
დარჩა.
სერვანტესის
“დონ
კიხოტში”
ერთი
ასეთი
ამბავია
მოთხრობილი:
სანჩო
პანსასთან
მისი
“გუბერნატორობისას”
სამართლის
საძიებლად
ორი
კაცი
გამოცხადდა.
ერთი
ირწმუნებოდა,
ათი
დუკატი
ვასესხე
და
აღარ
მიბრუნებსო.
მოპასუხე
კი
აცხადებდა,
ვალი
დავუბრუნე
და
ხელმეორედ
მთხოვსო.
მოპასუხემ
ჯვარზე
უნდა
დაიფიცოს,
რომ
მართლა
დააბრუნა
ნასესხები
ათი
დუკატი.
ვალის
ამღებს
ხელში
ჯოხი
ეჭირა
და
დაფიცების
წინ
ეს
ჯოხი
მევალეს
გაუწოდა
– ცოტა ხანს
დამიკავე,
ფიცის
წარმოთქმისას
ხელს
შემიშლისო.
მევალემ
გამოართვა
ჯოხი
და
მოპასუხემ
დაიფიცა,
მართლა
ვისესხე
მისგან
ათი
დუკატი,
მაგრამ
დავუბრუნე,
ხელიდან
ხელში
გადავეცი
და
რაღას
მემართლებაო.
ამის
შემდეგ
მომჩივანს
თავისი
ჯოხი
გამოართვა.
სანჩო
დააეჭვა
ამ
ჯოხის
გადაცემა-გამორთმევის
ამბავმა.
მართლაც,
აღმოჩნდა,
რომ
ჯოხი
შიგნიდან
ღრუ
ყოფილა
და
ის
ათი
დუკატი
მასში
ეწყო.
როდესაც
მოვალემ
დაიფიცა,
დუკატები
დავუბრუნე,
ხელიდან
ხელში
გადავეციო,
იმ
წამს
იგი
სიმართლეს
ამბობდა,
თუმცა
მომჩივანმა
ამის
შესახებ,
ბუნებრივია,
არაფერი
იცოდა.
“ტრისტან
და
იზოლდას”
ეპიზოდში
ძლიერია
ზღაპრული
ელემენტი
(გავარვარებულმა
ლითონმა
ხელი
არ
დასწვა
დამფიცებელს),
“თიმსარიანში”
ზღაპრულობა
შესუსტებულია
(აქ
ეჭვმიტანილს
დაფიცების
შემდეგ
წყაროს
წყლის
შესმა
ევალება
და
ზღაპრული
მხოლოდ
ამ
წყაროს
მაგიურობის
რწმენაა),
“დონ
კიხოტში”
აღწერილი
ამბავი
კი
სინამდვილეშიც
შეიძლებოდა
მომხდარიყო
(მომხდარა
კიდეც
– ამაზე ქვემოთ
ვიტყვით).
ეს
ეპიზოდები
ღრმა
შთაბეჭდილებას
ახდენს
მკითხველზე
იმის
გამო,
რომ
მახვილგონიერების, მზაკვრობისა და
ღვთისმოშიშობის უცნაურ
ნაზავს
წარმოადგენს.
სიტყვის
პოლისემიაზე
დამყარებული
ეშმაკური
დაფიცებით
დიდ
საფრთხეს
დააღწია
თავი
სულხან-საბა
ორბელიანის
ერთი
არაკის
(“ჭაბუკი და მეკობრენი”)
პერსონაჟმა.
ყაჩაღებმა
ცოლთან
ერთად
მიმავალი
ჭაბუკი
შეიპყრეს
და
გაძარცვეს.
ერთ
ყაჩაღთაგანს
ამ
ჭაბუკის
ხმალი
მოეწონა
და
ტყვეს
გაურიგდა:
“საჭურველსა
და
სხვა
ქონებას
შენ
გაგაყოფინებ.
შენი
ხრმალი
მე
მომახვედრე
და
შენს
ცოლს
მოგცემ
და
გაგიშვებო.
მან
კაცმან
ფიცი
მისცა:
თუ
მე
გამაყოფინებ,
ჩემს
ხრმალს
შენ
მოგახვედრებო”.
გაყოფისას
ჭაბუკმა
“ერთ
წილად
თავისი
ცოლი
დასვა
და
ერთ
წილად
ერთი
ფარი
და
ზედ
შიშველი
თავისი
ხრმალი.
ანაზდად
დაავლო
ხელი,
უწინ,
რომელსაც
ხრმალი
უქადა,
სცა
მას
და
მოკლა.
ერთი
სხვაც
მოკლა”,
დანარჩენები
გაიქცნენ.
სულხან-საბას
პერსონაჟს
შეუძლია
გული
დაიმშვიდოს,
რომ
ფიცი
არ
გაუტეხავს,
ვინაიდან,
როცა
ყაჩაღს
შეჰფიცა,
“ჩემს
ხრმალს
შენ
მოგახვედრებო”,
ამ
სიტყვის
მეორე
მნიშვნელობა
იგულისხმა
– “მოგარტყამ” (გატაკებ,
გაძგერებ)
და
არა
“გარგუნებ”.
(ეს
სიტყვის
თამაში
შემჩნეული
აქვთ
“სიბრძნე
სიცრუისას”
გერმანულად
მთარგმნელს
მიხეილ
წერეთელს
და
რუსულად
მთარგმნელს
ელენე
ღოღობერიძეს
– ისინი ამას
სქოლიოში
აღნიშნავენ.
მაგრამ
შეუმჩნეველი
დარჩენიათ
ამავე
არაკში
მეორე
სიტყვის
თამაში,
პირველის
ჩინებული
გაგრძელება.
საბა
გვეუბნება:
როცა
ჭაბუკმა
თავის
ხმალს
ხელი
დაავლო,
პირველად
იმას
აძგერა,
“რომელსაც
ხრმალი
უქადა”.
“უქადა”
აღთქმასაც
ანუ
დაპირებასაც
ნიშნავს
და
დამუქრებასაც).
სულხან-საბას ეს
არაკი
განზე
დგას
განხილული
ეპიზოდებისაგან
იმის
გამო,
რომ
აქ
ეშმაკურ
დაფიცებას
დანაშაულის
დასაფარავად
კი
არ
მიმართავენ,
არამედ
ავკაცთაგან
თავდახსნის
მიზნით.
ახლა
ვნახოთ
ეშმაკური
დაფიცების
რამდენიმე
ნიმუში
რეალური
სასამართლო
პრაქტიკიდან.
ისინი
მოხმობილი
აქვს
გიორგი
დავითაშვილს
წიგნში
“სასამართლო
მტკიცებულებანი
ქართულ
ჩვეულებით
სამართალში”
(თსუ
გამომცემლობა,
2003). ოღონდ ჯერ რამდენიმე
ციტატას
მოვიტან
ამავე
წიგნიდან,
სადაც
ლაპარაკი
იქნება
ფიცის,
როგორც
სასამართლო
მტკიცებულების,
შესახებ.
პირველი
თავის
დასაწყისში,
რომლის
სათაურია
“ეჭვმიტანილის
(მოპასუხის)
ფიცი”,
ვკითხულობთ:
“ფიცი,
როგორც
სასამართლო
მტკიცებულება,
უძველესი
დროიდან
გამოიყენებოდა
სხვადასხვა
ხალხის
სამართალწარმოებაში. (...) საუკუნეების მანძილზე
ხალხს
უდიდესი
რწმენა
ჰქონდა
ფიცისადმი.
საქართველოში
ხატის
შიშითა
და
რიდით
მის
წინაშე
ტყუილად
დაფიცებას
ვერავინ
გაბედავდა.
ხოლო
თუ
ტყუილად
ფიცს
მაინც
ექნებოდა
ადგილი,
ხალხის
რწმენით,
ტყუილად
დამფიცებელს
ღმერთი
აუცილებლად
დასჯიდა...”.
ამავე
თავის
მეორე
პარაგრაფში
(“ეჭვიმიტანილის ფიცის, როგორც
მტკიცებულების,
ზოგადი
დახასიათება”)
ვკითხულობთ:
“დავების
უმრავლესობა
ქართული
ჩვეულებითი
სამართლის
მიხედვით
ფიცით
წყდებოდა”,
ხოლო
დასაფიცებლად
დგინდებოდა
ფიცის
ფორმულა:
“ის
სიტყვები,
რომელიც
დამფიცებელს
უნდა
წარმოეთქვა,
ზუსტად
იყო
დადგენილი,
სასამართლო
ზედმიწევნით
ზუსტად
განუსაზღვრავდა
დამფიცებელს
ფიცის
სიტყვებს.
თუ
ეს
უკანასკნელი
შეცვლიდა
ფიცის
დროს
ამ
სიტყვების
შინაარსსა
და
თანამიმდევრობას
(ამას
შეიძლება
აზრის
შეცვლა
მოჰყვეს),
ფიცი
დადებულად
არ
ითვლებოდა”.
საგულისხმოა
წიგნის
ავტორის
თვალსაზრისი
იმის
თაობაზე,
თუ
რატომ
ექცეოდა
ასეთი
დიდი
ყურადღება
ფიცის
ფორმულის
ზუსტად
დაცვას:
“მიზეზი
ალბათ
ის
იყო,
რომ
არ
მომხდარიყო
სიტყვების
თამაში,
რომლის
მეშვეობითაც
დამფიცებელს
საშუალება
მიეცემოდა
ფორმალურად
ყველაფერი
თითქოს
სწორად
ეთქვა
ფიცის
დროს,
ფაქტობრივად
კი
ტყუილად
დაეფიცა,
რაც,
ხალხის
რწმენით,
პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის
საშუალებას
მისცემდა”.
ამის
შემდეგ
წიგნში
მოყვანილია
ეშმაკური
დაფიცების
რამდენიმე
მაგალითი
ჩვეულებითი
სამართალწარმოების პრაქტიკიდან.
თითქმის
მთელ
საქართველოში,
მიწაზე
დავისას,
გავრცელებული
ყოფილა
ასეთი
ეშმაკური
დაფიცება:
“დამფიცებელი
ქალამნებში
თავისი
მამულიდან
აღებულ
მიწას
ჩაიყრიდა,
დადგებოდა
სადავო
მამულზე,
რომელიც
მისი
არ
იყო,
და
დაიფიცებდა:
“ვფიცავ,
რომ
ჩემს
მიწაზე
ვდგავარ”,
რაც
ფორმალურად
სიმართლე
იყო
(იგი
ხომ
მართლაც
ქალამნებში
ჩაყრილ
საკუთარ
მიწაზე
იდგა),
ფაქტობრივად
კი
ტყუილად
იფიცებდა”.
მეორე
შემთხვევა:
“ძვაბავამ
თავად
ჩიქოვანს
მოპარა
ხარი...
თავადმა
ეჭვი
ძვაბავაზე
აიღო.
თავადმა
ძვაბავას
ხატზე
დაფიცება
მოსთხოვა.
ძვაბავა
შევარდა
სახლში,
ცოლს
აკვნიდან
ბავშვი
ამოაყვანინა,
თვითონ
ჩაწვა
შიგ
და
აკვანი
ცოლს
დაარწევინა.
შემდეგ
წავიდა
ეკლესიაში
და
დაიფიცა
ხატზე
ასე:
“რაც
აკვნიდან
ავდექი,
თუ
მომეპაროს
ვინმესთვის
ხარი,
ჩემი
ოჯახი
ამოწყდეს”.
საქმე
ამით
დამთავრებულა”.
გიორგი
დავითაშვილი
გურიაში
დაფიქსირებულ
ზუსტად
ისეთ
შემთხვევასაც
იმოწმებს,
როგორიც
“დონ
კიხოტშია”
მოთხრობილი.
მოკლედ,
ეშმაკურად
დამფიცებელთა
ფანტაზია
და
გამომგონებლობა
განსაცვიფრებელია.
ფაქტია,
რომ
ეშმაკურად
დამფიცებელს
სწამს
ფიცის
და
სწამს
ზეგარდმო
ძალისა,
მაგრამ
იმაშიც
დარწმუნებულია,
რომ
ზეგარდმო
ძალის
გაცურება
შეუძლია.
ზეგარდმო
ძალა
მას
ისეთ
ინსტანციად
წარმოუდგენია,
რომელიც
დანაშაულის
არსებობას
ვერ
შეამჩნევს,
თუკი
ფორმალური მხარე
მოგვარებულია
(სიტყვა
ფორმალური ასეა
განმარტებული
მ.
ჭაბაშვილის
“უცხო
სიტყვათა
ლექსიკონში”:
“რაც
მხოლოდ
ფორმას
იცავს
და
საქმის
ნამდვილ
ვითარებას
არ
შეესაბამება”).
ზეგარდმო
ძალა
ეშმაკურად
დამფიცებელს
ერთგვარ
ავტომატად,
მანქანად
ესახება,
რომელიც
საქმის
არსს
არად
დაგიდევს,
თუკი
გარეგნულად,
მოჩვენებითად
ყველაფერი
რიგზეა.
ქართული
სინამდვილე
იცნობს
ეშმაკური
დაფიცების
და
მისი
მართებული
შეფასების
ერთ
საგულისხმო
შემთხვევას.
იგი
აღწერილია
თხზულებაში,
რომლის
სათაურია
“სოლომონ
პირველი დიდი,
იმერეთის
მეფე”,
და
გახლავთ
“ზეპირ-გადმოცემული
თანამედროვისაგან,
რომელიც
იყო
სიკო
კანდელაკის
პაპა
და
ჩაწერილი
მისი
შვილიშვილის
სიკო
კანდელაკისაგან”
(ეს
უაღრესად
მნიშვნელოვანი
ისტორიული
ხასიათის
ნაშრომი
აკაკი
წერეთელმა
აღმოაჩინა
და
გამოაქვეყნა.
იგი
დამატების
სახით
შესულია
მწერლის
თხზულებათა
თხუთმეტტომეულის
VIII ტომში). მასში დიდი
ადგილი
უჭირავს
თხრობას
სოლომონ
მეფისა
და
მისი
ურჩი
ვასალის
როსტომ
რაჭის
ერისთავის
ურთიერთობის
შესახებ.
სოლომონის
რამდენიმე
მცდელობა,
დაესაჯა
განმდგარი
ფეოდალი,
უშედეგოდ
დამთავრდა.
ბოლოს
მან
ასეთ
ხერხს
მიმართა:
თავი
ისე
დაიჭირა,
თითქოს
ერისთავის
შემორიგებას
აპირებდა
და
შუამავლად
თავისი
ძმა,
კათალიკოსი
იოსები
მიუგზავნა.
როსტომმა
თავიდან
სიფრთხილე
გამოიჩინა
და
არ
გაჰყვა
ქუთაისში
კათალიკოსს.
“ცხადია,
რომ
მხოლოდ
სიკვდილის
ეშინიაო”,
– მოახსენა მეფეს
რაჭიდან
დაბრუნებულმა
კათალიკოსმა.
ამაზე
მეფემ
მიუგო:
“გაძლევ
სიტყვას
და
ვფიცავ
შენს
ხახულის
ღვთისმშობელს,
არც
ის
და
არც
მისი
შვილები
არ
მოვკლა
და
ისეთი
პატივისცემითაც
მივიღო,
რომ
საარაკოდ
დარჩესო”.
ამ
ფიცით
დაიმედებული
კათალიკოსი
ხელმეორედ
წაბრძანდა
რაჭას.
იქ
ბარძიმზე
ხელის
დადებით
დაარწმუნა
ერისთავი,
სოლომონს
შენ
მიმართ
გულში
ცუდი
არაფერი
უდევსო.
ამის
შემდეგ
როსტომი
შვილებიანად
ეახლა
მეფეს.
იქ
ისინი
სანადიროდ
გაიტყუეს,
შეიპყრეს
და
თვალები
დათხარეს.
ეს
რომ
იოსებ
კათალიკოსმა
გაიგო,
განრისხებული
მიეჭრა
მეფეს
სასახლეში:
“სად
არის
შენი
აღთქმა
და
რად
გამატეხინე
ფიცი
მე
ცოდვილსო!”
სოლომონმა
თავი
ასე
იმართლა:
“მე
დიაღაც
ავასრულე
ჩემი
სიტყვა.
როგორც
აღგითქვი,
სიკვდილით
არ
მომიკლავს
და
საარაკოდაც
მოვექეციო”.
თითქოსდა,
მართლაც,
რას
ვერჩით
ხელმწიფეს
– მას ხომ
ფიცი
არ
გაუტეხავს:
არ
მოვკლავო
და
არ
მოუკლავს
– მარტო თვალები
დათხარა
და
მოდინახეს
ციხეში
გამოამწყვდია;
ისეთი
პატივით
მივიღებ,
რომ
საარაკოდ
დარჩესო, და
როსტომ
ერისთავისა
და
მისი
შვილების
საარაკოდ
დასჯის
ამბავი
სამუდამოდ
შემორჩა
ჩვენს
ისტორიას.
რა
პრეტენზია
შეიძლება
მის
მიმართ
ჰქონდეს
ხახულის
ღვთისმშობელს!
მაგრამ კათალიკოსმა ძმამ
მარტივი
ჭეშმარიტების
შეხსენებით
გაუქარწყლა
სოლომონს
ცრუ
იმედი,
რომ
ეშმაკური
დაფიცებით
განგების
გაცურებას
შეძლებდა.
მან
მეფეს
ასეთი
ღირსშესანიშნავი
ფრაზით
მიმართა:
“არა,
ბატონო
მეფევ,
ღმერთთან
სიტყვის
ჭახრაკობა
გამოსადეგი
არ
არის!”
კათალიკოსზე
უკეთ
ვის
მოეხსენება,
ღმერთი
რომ
გულთამხილავია
და
არა
საქმის
ფორმალურ
მხარეს
მიჩერებული
ბიუროკრატი.
* * *
ეშმაკური
ფიცი
და
ცრუ
ფიცი
რომ
სხვადასხვა
რამეა,
ვფიქრობ,
აშკარაა.
დიახ,
ეშმაკური
დაფიცება
ცრუ
დაფიცება
არ
არის
– ის რაღაც
უარესია.
*
ჟ. “ჩვენი მწერლობა”,
2006, #22.

Comments
Post a Comment